საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელ ვახტანგ სალუქვაძეს 90 წელი შეუსრულდა
ტყვიის სროლაში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი და სპორტული მოღვაწე ვახტანგ სალუქვაძე იუბილარია, მას 4 თებერვალს 90-ე დაბადების დღე მიულოცეს.
ვახტანგ სალუქვაძის ძალისხმევით მისი ქალიშვილი ნინო სალუქვაძე გახდა მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი მსროლელი. ნინო არის ოლიმპიური სინჯის სამივე მედლის მფლობელი და ტოკიოს თამაშები მისთვის რიგით მეცხრე ოლიმპიური ასპარეზი იქნება.
ნინო სალუქვაძემ ქართველ სპორტსმენთაგან პირველმა მოიპოვა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია.
დღეს უკვე ნინოსთან ერთად ვახტანგ სალუქვაძის შეგირდია მისი შვილიშვილი ცოტნე მაჭავარიანი. რიოს ოლიმპიურ თამაშებზე დედა-შვილმა ერთად იასპარეზა და ეს ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა იყო.
ვახტანგ სალუქვაძე არის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებისა და ხალხთა სპარტაკიადების მედალოსანი, სპორტის რაინდი, ღირსების ორდენის კავალერი და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენის მფლობელი.