საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად რიო დე ჟანეიროს მთავარი ღირსშესანიშნაობა - ქრისტეს ქანდაკება საქართველოს დროშის ფერებით განათდა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ბრაზილიაში რიო დე ჟანეიროს მთავარი ღირსშესანიშნაობა – ქრისტეს ქანდაკება საქართველოს დროშის ფერებით განათდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დამოუკიდებლობის დღე, საქართველოს საელჩოების ორგანიზებით, მსოფლიოს 50-ზე მეტ ქალაქში აღინიშნება.
„მსოფლიოს მასშტაბით, საქართველოს საელჩოების ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა დაიწყო. საქართველოს დიპლომატიურმა მისიები ამ დღეს სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავენ. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ბრაზილიაში რიო დე ჟანეიროს მთავარი ღირსშესანიშნაობა – ქრისტეს ქანდაკება საქართველოს დროშის ფერებით განათდა.
აღსანიშნავია, რომ, საქართველოს საელჩოების ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღე მსოფლიოს 50-ზე მეტ ქალაქში აღინიშნება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.