საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, იერუსალიმის პირველი ისტორიული სადგურის ტერიტორიაზე აჭარის დღე გაიმართა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, იერუსალიმის პირველი ისტორიული სადგურის ტერიტორიაზე აჭარის დღე გაიმართა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით იერუსალიმის პირველი ისტორიული სადგურის ტერიტორიაზე აჭარის დღე გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს დიპლომატიური მისიების ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.

„ასევე, მიღება გაიმართა იერუსალიმში ყოფილი ქართული მონასტრის ტერიტორიაზე, სადაც 1932 წელს სამუელ ქართველთა ეპისკოპოსის საფლავის ქვა არის აღმოჩენილი და რომელიც მოწმობს ქართველების კვალს წმინდა მიწაზე. აღნიშნული წარწერა, ისრაელის სიძველეთა სამსახურთან თანამშრომლობით, ბათუმის სიმფონიური ორკესტრის კონცერტის დროს სცენაზე იყო წარმოდგენილი.

კონცერტს 650 მოწვეული პირი დაესწრო, ხოლო კონცერტის შემდეგ ოფიციალური მიღება 1200 მოწვეული პირისთვის გარე სივრცეში გაიმართა, სადაც ისტორიული შენობა საქართველოს დროშის ფერებით განათდა.

მიღების სივრცეში მოწყობილ ორ სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ბათუმის ცეკვის ანსამბლი „ხორუმი“; ანსამბლი „ბათუმი“ და 6 თვის წინ საელჩოს ხელშეწყობით ჩამოყალიბებული ბავშვთა ცეკვის და სიმღერის ანსამბლები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.