საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ჰააგის დიდი ტაძრის სამრეკლოში საქართველოს ჰიმნი და სხვადასხვა ქართული კომპოზიცია შესრულდა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ნიდერლანდებში, ჰააგის დიდი ტაძრის სამრეკლოს მიმდებარე ტერიტორიაზე აღნიშნეს. შესაბამის ინფორმაციას და ვიდეოს ნიდერლანდებში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
„2023 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ჰააგის დიდი ტაძრის სამრეკლოში საქართველოს სახელმწიფო ჰიმნმა გაიჟღერა და შესრულდა სხვადასხვა ცნობილი ქართული კომპოზიცია.
სამრეკლოს მიმდებარე ტერიტორიაზე დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად შეიკრიბნენ საელჩოს თანამშრომლები და დიასპორის წარმომადგენლები“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.