საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს შენობა საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა

10:19, 26.05.2023

საქართველოს  დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს შენობა საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი ვიდეო საქართველოს დიპლომატიური მისიების გვერდზე ვრცელდება.

„26 მაისს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ინიციატივით, ევროპის საბჭოს შენობა საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი