საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ერევნის ქუჩებში ბანერები საქართველოს დროშის ფერებში განათდა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ერევნის ქუჩებში ბანერები საქართველოს დროშის ფერებში განათდა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სომხეთის დედაქალაქ ერევნის ქუჩებში ბანერები საქართველოს დროშის ფერებში განათდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი ფოტოები საქართველოში სომხეთის საელჩოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ვრცელდება.

„საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოსა და ელჩ რუბენ სადოიანის ინიციატივით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სომხეთის დედაქალაქ ერევნის ქუჩებში ბანერები საქართველოს დროშის ფერებით გაანათეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.