ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპზე „საბურთალოსა“ და ტირასპოლის „შერიფის“ მატჩების ჩატარების დრო და ადგილი შეიცვალა.
პირველი შეხვედრა ტირასპოლში 10 ივლისს გაიმართება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. რაც შეეხება განმეორებით შეხვედრას, ის 16 რიცხვში მიხეილ მესხზე ჩატარდება და 21:30 საათზე დაიწყება.
თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ მატჩები 10 და 17 ივლისს უნდა შემდგარიყო. თუმცა უეფამ კორექტივები შეიტანა და შეხვედრების ჩატარება სხვა რიცხვებში გადაწყვიტა.
ევროდებიუტამდე „საბურთალო“ ეროვნულ ლიგაში კიდევ ორ შეხვედრას გამართავს. ხვალ, 25 ივნისს, მოქმედი ჩემპიონი „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდება. დედაქალაქურ დერბი “მიხეილ მესხის” სახელობის სათადარიგო მოედანზე 19:30 საათზე დაიწყება. საინტერესოა ფაქტია, რომ შეხვედრას გუნდები 7-7 მატჩიანი წაუგებელი სერიით ხვდებიან.