საქართველოს ჩემპიონატზე დღეს რაპირით ფარიკაობაში 79 წლის ნიკოლოზ-გივი ანდრიაძემ იასპარეზა, რაც უნიკალური შედეგია ფარიკაობისა და მთლიანად ქართული სპორტის ისტორიაში.
ნიკოლოზ-გივი ანდრიაძე 1963 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია იუნიორთა შორის. იგი არაერთი საერთაშორისო შეჯიბრის ჩემპიონი და პრიზიორია, როგორც პროფესიონალებში, ასევე ვეტერანთა შორის.
ანდრიაძემ აქტიური კარიერის დასრულების შემდეგ წარმატებას მედიცინაში მიაღწია – არის ექიმი-კარდიოლოგი და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
გივი ანდრიაძე დღესაც აქტიურად ვარჯიშობს, სისტემატურად მონაწილეობს ვეტერანთა ტურნირებში, რამდენიმე წლის წინ კი ექიმ მოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმარჯვა.