საქართველოს ჩემპიონატში ყველაზე ძვირადღირებული ბათუმის „დინამოა“ - ელიგის მოთამაშის საშუალო სატრანსფერო ფასი 158 ათასი ევროა #1TVSPORT
საქართველოს ჩემპიონატში ყველაზე ძვირადღირებული ბათუმის „დინამოა“ - ელიგის მოთამაშის საშუალო სატრანსფერო ფასი 158 ათასი ევროა #1TVSPORT

გერმანულმა სამენეჯერო სააგენტო „ტრანსფერმარკტმა“ 2021 წლის საბოლოო მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ყველაზე ძვირადღირებული კლუბი და ეროვნული ლიგის კლუბების ჯამური ღირებულება გახდა ცნობილი.

მოულოდნელი არაფერი მომხდარა – საქართველოს ყველაზე ძვირადღირებული კლუბი მოქმედი ჩემპიონი ბათუმის „დინამოა“, რომლის მოთამაშეთა ჯამური ღირებულება თითქმის შვიდი მილიონი ევროა.

ბათუმელებს 1,2 მილიონით ჩამორჩება ვიცე-ჩემპიონი „დინამო თბილისი“, ხოლო მესამე ადგილზე მოულოდნელად „საბურთალო“ დაწინაურდა, რომლის მოთამაშეთა ჯამური ფასიც ბათუმელებზე 2,47 მილიონით ნაკლებია.

რაც შეეხება ეროვნული ლიგის გუნდების ფეხბურთელთა ჯამურ ფასს, ამ 10 კლუბის 249 მოთამაშის ჯამური ფასი 40 მილიონ ევრომდეა. მოთამაშის საშუალო სატრანსფერო ფასი ყველაზე მაღალი ბათუმის „დინამოშია“, საშუალოდ 273 ათასი ევრო, ხოლო ლიგაში მოთამაშის საშუალო ფასი – 158 ათასი ევროა.

ელიგის გუნდების ჯამური ფასი

დინამო ბთ 0,273 6.83 მილიონი ევრო

დინამო თბ 0,224 5.61

საბურთალო 0,161 4.36

დილა 0,188 4.34

ლოკომოტივი 0,161 4.03

ტორპედო 0,113 3.60

თელავი 0,148 3.10

სამგურალი 0,119 2.85

სამტრედია 0,97 2.34

შუქურა 0,91 2.20

სულ 0,158 39.23 მლნ