საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი ჩეხურ „სლოვაცკოში“ ითამაშებს
ეროვნული საფეხბურთო ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი, თავდამსხმელი და ბომბარდირი ირაკლი სიხარულიძე კარიერას ჩეხეთის მთავარი ლიგის ”სლოვაცკოში” გააგრძელებს.
„სლოვაცკო“ პატარა ქალაქის, უგერსკე-გრადიშტეს გუნდია და „სინოტისა“ და „სლოვაცკა სლავიას“ გაერთიანების შედეგად 2000 წელს დაარსდა.
ამჟამად, ჩეხეთის 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-14 ადგილზეა.
თბილისის „ლოკომოტივისა“ და საქართველოს ნაკრების 27 წლის ფეხბურთელმა პირველ არხთან დაადასტურა, რომ „სლოვაცკოსთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ჩეხეთში გამგზავრებამდე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.