საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი ჩეხურ „სლოვაცკოში“ ითამაშებს

18:07, 25.01.2018

ეროვნული საფეხბურთო ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი, თავდამსხმელი და ბომბარდირი  ირაკლი სიხარულიძე კარიერას ჩეხეთის მთავარი ლიგის ”სლოვაცკოში” გააგრძელებს.

„სლოვაცკო“ პატარა ქალაქის, უგერსკე-გრადიშტეს გუნდია და „სინოტისა“ და „სლოვაცკა სლავიას“ გაერთიანების შედეგად 2000 წელს დაარსდა.

ამჟამად, ჩეხეთის 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-14 ადგილზეა.

თბილისის „ლოკომოტივისა“ და საქართველოს ნაკრების 27 წლის ფეხბურთელმა პირველ არხთან დაადასტურა, რომ „სლოვაცკოსთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ჩეხეთში გამგზავრებამდე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

მსგავსი