საქართველოს ჩემპიონატი ვირტუალურ წრიულ რბოლაში - პირველი ეტაპის შედეგები | ავტოსპორტი #1TVSPORT

საქართველოს 2021 წლის ჩემპიონატმა ვირტუალურ წრიულ რბოლაში სტარტი 24 მარტს აიღო. ჩემპიონატში მონაწილეობას სიმ-რეისერთა რეკორდული რაოდენობა იღებდა. საგულისხმოა, რომ წელს შეჯიბრებებს გუნდური ჩათვლა, მონაწილეების ლაივ ჩართვები დაემატა და მათთვის გაიზარდა შესრულების სირთულე.

პირველი ეტაპი ამერიკის ცნობილ ავტოდრომ „ვოტკინს გლენ ინტერნეიშენალ“-ზე (Watkins Glen International) გაიმართა, სადაც 25 – ზე მეტი ავტომრბოლელი იღებდა მონაწილეობას. ისინი თითო რბოლაზე 13 წრეს ასრულებდნენ. ხოლო დაფიქსირებული შედეგის შემდეგ რევერსულად უწევდათ სტარტის აღება.

შეჯიბრების ფარგლებში შედგა ორი რბოლა. ქულების ჯამით პირველი ეტაპი ნიკა კობოსნიძის გამარჯვებით დასრულდა. ორი თვის განმავლობაში სხვადსხვა ცნობილ სიმულირებულ ავტოდრომებზე კიდევ ხუთი ეტაპი ჩატარდება.

ვირტუალური რბოლები საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის მსოფლიო საავტომობილო თამაშების ნაწილია და ის 2019 წლიდან ტარდება. მსგავსი ღონისძიებები სხვადსხვა დისციპლინებში იმართება და ჩართულობა პანდემიის პირობებში განსაკუთრებით გაიზარდა.