დღეს, 25 ოქტომბერს, 12.00 საათზე რუსთავის საერთაშორისო კარტადრომზე საქართველოს ჩემპიონატი კარტინგში (Rotax Micro/Mini Max კლასში) ფინალური ეტაპი გაიმართება. ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ რბოლაში, ათამდე ლიცენზირებული, მოზარდი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. მოზარდების ვარჯიში კი, ირაკლი ხიდაშელის მეთვალყურეობით მიმდინარეობს.
15 წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოში კარტინგის ჩემპიონატი, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA), ეროვნული საავტომობილო ფედერაციის, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდამჭერითა და Karting Club Georgia -ს ორგანიზებით იმართება.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ორი სავარჯიშო გარბენი, ერთი საკვალიფიკაციო გარბენი და ორი ფინალური რბოლა. რბოლებისას დაფიქსირებული შედეგების შეჯამებით, ეტაპის გამარჯვებული გამოვლინდება.