ოლიმპიური ჩემპიონის ნუგზარ ასათიანის სახელობის დარბაზში ფარიკაობაში საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა.
ტურნირის ბოლო დღეს შეჯიბრი დაშნით ფარიკაობაში გაიმართა. ქალებში ჩემპიონის ტიტული ქუთაისელმა მარია ზაკირჩენკომ მოიპოვა. აჭარელმა მარიამ ზოიძემ მეორე ადგილი დაიკავა. ასევე აჭარელი ევა აჰამიანი თბილისელ ნათია მაჭავარიანთან ერთად ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
კაცებში პირველ ადგილზე რუსთაველი გიორგი ქაფიანიძე გავიდა. მიქაელ მიქაელინმა თბილისიდან ვიცე-ჩემპიონობა მოიპოვა. ქუთაისელმა დავით არველაძემ და თბილისელმა დავით მაგრაქველიძემ მესამე ადგილი გაიყვეს.
შეგახსენებთ, რომ ხმლით ფარიკაობაში ჩემპიონატი ლიკა ჯიჯეიშვილმა და სანდრო ბაზაძემ მოიგეს. რაპირაში 2019 წლის ჩემპიონები მარია ზაკირჩენკო და ლუკა ღაღანიძე გახდნენ.