საქართველოს ჭაბუკ მოკრივეთა ნაკრების სამი წევრი ევროპის ჩემპიონატის ფინალში იასპარეზებს
საქართველოს ჭაბუკ მოკრივეთა ნაკრების სამი წევრი ევროპის ჩემპიონატის ფინალში იასპარეზებს

რუსეთის ქალაქ ანაპაში მიმდინარე ჭაბუკ მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების გუნდის ოთხი მოკრივიდან, სამი ფინალურ ეტაპზე გავიდა. 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლადო ლომაია ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ფინალში გორელი ლუკა ნიქაბაძე (50 კგ) იტალიელ მიშელ ბალდასის დაუპირისპირდება. 60 კგ-ში მოასპარეზე ფოთელი გიორგი გეგეჭკორი ინგლისელ ადამ აზიმს, ხოლო გიორგი გუცაევი კი რუსეთის ნაკრების წევრს რამაზან დადაევის წინააღმდეგ იასპარზებს.