საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა გუნდური პირველობაც მოიგო | ბუქარესტი 2018 [ვიდეო]
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა გუნდური პირველობაც მოიგო | ბუქარესტი 2018 [ვიდეო]

ბუქარესტში ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, 23 წლამდე მოჭიდავეთა შორის გამართული მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ნაკრების ტრიუმფით დასრულდა.

სამი ოქროს, ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედლით, საქართველო გუნდური პირველობის გამარჯვებულია. მეორე ადგილზე რუსეთის, ხოლო მესამეზე თურქეთის ნაკრები გავიდა.

საქართველოს ნაკრებს ხუთი მედალი რუმინეთის დედაქალაქში შემდეგმა სპორტსმენებმა მოუტანეს – ნუგზარ წურწუმია (55 კგ), გელა ბოლქვაძე (82 კგ), ზვიად პატარიძე (130 კგ), მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ, რამაზ ზოიძე (72 კგ) ვერცხლის, გიორგი მელია (97 კგ) კი ბრინჯაოს მედლის მფლობელია.