საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა

სერბეთის ქალაქ ნოვი სადში საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატი ფენომენალური შედეგით, 5 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

საქართველოს ნაკრებს მეექვსე ოქროს მოპოვების შანსიც ჰქონდა. გიორგი მელიამ (97კგ) ფინელ არვი სავოლაინენთან დაპირისპირება 1:4 დათმო.

გიორგი მელიამ საქართველოს პირველი ვერცხლის მედალი მოუტანა. ევროპის ჩემპიონები გახდნენ: ნუგზარ წურწუმია, გურამ ხეცურიანი, ლევან ქავჟარაძე, ზვიად პატარიძე, რამაზ ზოიძე, ბრინჯაოს მედალს კი ბექა მამუკაშვილი დაეუფლა.

საქართველოს ნაკრებმა, გუნდურ ჩათვლაში 178 ქულა დააგროვა და პირველობა არავის დაუთმო.