„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, დღეს მომხდარი ყაჩაღობისას უმნიშვნელო თანხაა წაღებული 
„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, დღეს მომხდარი ყაჩაღობისას უმნიშვნელო თანხაა წაღებული 

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, ქინძმარაულის ქუჩაზე მდებარე ექსპრესფილიალიდან ბოროტმოქმედებმა უმნიშვნელო თანხა წაიღეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

ამასთან, „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, გუშინ დიდუბეში მდებარე ბანკის ფილიალში მომხდარ ყაჩაღობაში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. მათივე ცნობით, მძარცველმა ბანკიდან თანხის წაღება  ვერ მოახერხა.