საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა შესარჩევი ციკლი გიბრალტართან მოგებით დაიწყო [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ქუთაისში გიბრალტარს დაუპირისპირდა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი მოგებით დაიწყო – 2:0.

რამაზ სვანაძის გუნდი პირველივე წუთებიდან დიდ უპირატესობას ფლობდა და მე-10 წუთზე ანგარიში გახსნა – საბა ხვადაგიანის გადაცემით თავი ოთარ მამაგეიშვილმა გამოიჩინა, ექვს წუთში კი ზურაბ რუხაძის პასით ოფიციალურ შეხვედრაში პირველად გაიტანა ვასილიოს გორდეზიანმა – საბერძნეთის პაოკ-ის აღზრდილმა ქართველმა თავდამსხმელმა. ტაიმი კი საქართველოს ნაკრებმა 2:0 მოიგო.

მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებმა არაერთი საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე მეორე ტურის შეხვედრაში, 12 სექტემბერს კიშინეუში მოლდოვას დაუპირისპირდება.


საქართველო-გიბრალტარი 2:0


გოლები: 1:0 ო. მამაგეიშვილი (10. ხვადაგიანის პასით), 2:0 გორდეზიანი (17. რუხაძის პასით)

საქართველო: მაქაცარია – მაისურაძე, ხვადაგიანი, გოგლიჩიძე, რუხაძე – ლომინაძე (71. მორჩილაძე) – ოდიშარია (72. ოგბაიძე), სიგუა (46. ცხოვრებაშვილი), ო. მამაგეიშვილი, კვერნაძე (86. აბუაშვილი) – გორდეზიანი (74. იობაშვილი).

სათადარგოები: ხარატიშვილი – ლაცაბიძე, მამაცაშვილი, ოსიყმაშვილი.

გიბრალტარი: აველინი, ჯონსი (46. დუაჰი), მაკლაფერტი, კარინგტონი, რაში, დე ჰარო, რიჩარდსი, სტევენსი (85. მაკგრალი), კლინტონი (77. კაეტანო), ჯესოპი (46. სკანლონი), ბორგე (61. დელ რიო).

სათადარიგოები: ვიქტორი – აზოპარდი, სალაჰი, მაურო.

არბიტრი: დანიარ სახი (ყაზახეთი).