საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევრო 2023 პორტუგალიასთან გამარჯვებით გახსნა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევრო 2023 პორტუგალიასთან გამარჯვებით გახსნა [ვიდეო] #1TVSPORT

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ეფექტური გამარჯვებით დაიწყო. რამაზ სვანაძის გუნდმა ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი პორტუგალიასთან „დინამო არენაზე“ გამართა და 2:0 მოიგო.

 

პორტუგალიელები თამაშს აკონტროლებდნენ და უფრო მწვავედ უტევდნენ. რამაზ სვანაძის გუნდმა თამაში ძალიან ფრთხილად დაიწყო და პირველ ნახევარში მხოლოდ ორი მომენტი შექმნა – ისიც ტაიმის მიწურულს. თუმცა, ჩვენმა ნაკრებმა ორივე შანსი გოლად აქცია.

წიტაიშვილის გადაცემის შემდეგ გაგუამ მცველს წამიერი დაბნეულობა არ აპატია, კარს მიუახლოვდა და ზუსტად დაარტყა – 1:0. ტაიმის ბოლოს კი წიტაიშვილის კუთხურის შემდეგ მეტოქის კართან საზონოვი გაიხსნა და შესვენებამდე საქართველოს ნაკრები კომფორტული უპირატესობით დააწინაურა – 2:0.

მეორე ტაიმი პორტუგალიელებმა აგრესიულად დაიწყეს და ანგარიშის შემცირება სცადეს. ამ დროს სვანაძემ ეროვნული გუნდიდან დაბრუნებული გოჩოლეიშვილი და აზაროვი შემოიყვანა. მოგვიანებით თამაშში დავითაშვილიც ჩართო. ამ სვლამ გაამართა. შეტევებში გოჩოლეიშვილიც აქტიურად ერთვებოდა და საქართველოს ნაკრების იერიშები კიდევ უფრო მწვავე გახდა.

საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა თამაში გამარჯვებამდე მიიყვანა და ჯგუფში გალიდერდა.
ჯგუფის მეორე თამაში ნიდერლანდები-ბელგია 0:0 დასრულდა.
ჩვენი გუნდი მეორე მატჩს 24 ივნისს ბელგიასთან გამართავს.
საქართველო – პორტუგალია 2:0
გოლები: 1:0 გაგუა (37. წიტაიშვილის პასით), 2:0 საზონოვი (45+1. წიტაიშვილის პასით)
საქართველო U21: ლუკა კუტალაძე, საბა ხვადაგიანი, საბა საზონოვი, ივა გელაშვილი, ალექსანდრე კალანდაძე, გიორგი წიტაიშვილი (57. ირაკლი აზაროვი), ანზორ მექვაბიშვილი (67. ნოდარ ლომინაძე), ნიკა გაგნიძე, გიორგი მოისწრაფიშვილი (67. ზურიკო დავითაშვილი), გიორგი გულიაშვილი (57. გიორგი გოჩიოლეიშვილი), გიორგი გაგუა (90+2. გაბრიელ სიგუა).
პორტუგალია U21: სელტონ ბიაი, ნუნო ტავარეში, ტიაგუ დანტაში, პედრო ნეტუ, აფონსუ სოუზა, ჟოზე კარლოსი, ტომაშ არაუხუ, ალეშანდრე პენეტრა, ჟოაო ნევისი, ანდრე ალმეიდა, ვიტინია.
გაძევება: არაუხო (76).