საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 2024 წლის ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსს ინარჩუნებს #1TVSPORT
ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ისრაელთან 1/4-ფინალში დამარცხდა. პენალტების სერია მეტოქემ 4:3 მოიგო.
წაგების მიუხედავად ჩვენი გუნდი ვარჯიშს განაგრძობს, რადგან 2024 წელს პარიზის ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსი კიდევ აქვს. საამისოდ სხვადასხვა გარემოებათა თანხვედრაა საჭირო.
თუ ნახევარფინალში ერთდროულად გავლენ საფრანგეთი და ინგლისი, გაიმართება დამატებითი მატჩი ოლიმპიური საგზურისთვის მეოთხედფინალში დამარცხებულთაგან საუკეთესო გუნდებს შორის.
თუ ხვალ ინგლისი მოუგებს პორტუგალიას, საფრანგეთი კი – უკრაინას, მაშინ საქართველოს ნაკრები გადის პლეი ოფში და ეთამაშება უკრაინას.
ამ მატჩში გამარჯვებული მოიპოვებს ოლიმპიადის საგზურს.
რაც შეეხება ინგლისსა და საფრანგეთს, ინგლისელები ვერ მიიღებენ ოლიმპიადის საგზურს, იმიტომ, რომ ასეთი უფლება მხოლოდ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრს აქვს – დიდ ბრიტანეთს და არა ინგლისს. საფრანგეთი კი ოლიმპიდის მასპინძელია.
შესაბამისად, საფრანგეთი და ინგლისი ოლიმპიადის საგზურისთვის არ იბრძვიან.