საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ყაზახეთს შეხვდება - პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე #1TVSPORT
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ყაზახეთთან ამხანაგური მატჩისთვის საგურამოში, თბილისის „ლოკომოტივის“ საწვრთნელ ბაზაზე ემზადება.
რამაზ სვანაძის გუნდი ყაზახეთს 6 ივნისს, თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.
მატჩზე დასწრება თავისუფალია, შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს კი საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
U21 | შემადგნელობა:
მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი).
მცველები: საბა ხვადაგიანი (მაკაბი ნეთანია, ისრაელი), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია), გიორგი მაისურაძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (იბერია 1999), ზურაბ რუხაძე (დილა გორი), ლაშა კვარაცხელია (სამტრედია), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (დონეცკის შახტარი).
ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), თორნიკე მორჩილაძე (თელავი), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი), შალვა ოგბაიძე (დენ ბოსხი, ნიდერლანდები), ნოდარ ლომინაძე (დინამო თბილისი), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი 1913), გიორგი ხარებავა (კოლხეთი 1913).
თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (დინამო თბილისი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ჯადული იობაშვილი (დინამო თბილისი), ვახტანგ სალია (დინამო თბილისი).
საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში უმნიშვნელოვანესი მატჩები შემოდგომაზე ელის. ჩვენი ახალგაზრდული ჯგუფში 13 ქულით მეორე ადგილს იკავებს, ხოლო მესამეადგილოსან შვედეთს 10 ქულა აქვს.