საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ნიდერლანდებს შეხვდება - პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე #1TVSPORT
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ნიდერლანდებს შეხვდება - პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე #1TVSPORT

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები დღეს „ბათუმი არენაზე“ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩს ჯგუფის თანალიდერთან, ნიდერლანდების ნაკრებთან გამართავს.

21-წლამდელებმა პირველი ორი ტურის შეხვედრები მოიგეს. ჯერ შინ გიბრალტარს სძლიეს (2:0), ხოლო შემდეგ სტუმრად მოლდოვასთან გაიმარჯვეს (1:0). ნიდერლანდებმა კი მოლდოვა (3:0) და ჩრდილოეთ მაკედონია (2:0) დაამარცხა. ამგვარად, ბათუმში ჯგუფის ლიდერების დაპირისპირება ჩატარდება.

ამ მატჩის შემდეგ, 17 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური ეტაპის ეგიდით „ბათუმი არენაზე“ შვედეთს შეხვდება.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების განაცხადი:

მეკარეები: ლევან თანდილაშვილი („ლოკომოტივი თბილისი“), ლუკა ხარატიშვილი („სამტრედია“), მიხეილ მაქაცარია („დინამო თბილისი“).

მცველები: გიორგი მაისურაძე, საბა ხვადაგიანი, ლუკა ლაცაბიძე (სამივე – „დინამო თბილისი“), საბა გოგლიჩიძე („ტორპედო ქუთაისი“), მუხრან ბაგრატიონი („დინამო ბათუმი“), საბა მამაცაშვილი („გაგრა“), ზურაბ რუხაძე („მეტა“, ლატვია), თორნიკე მორჩილაძე („თელავი“), გეგი გეგუჩაძე („ლოკომოტივი თბილისი“).

ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია, ლევან ოსიყმაშვილი (ორივე – „დინამო თბილისი“), ოთარ მამაგეიშვილი, გიზი მამაგეიშვილი (ორივე – „საბურთალო“), ნოდარ ლომინაძე („სამგურალი“), ირაკლი ეგოიანი („ტვენტე“, ნიდერლანდები), დემეტრე გვასალია („კოლხეთი ფოთი 1913“), შალვა ოგბაიძე („დენ ბოსხი“, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე („დინამო მოსკოვი“, რუსეთი).

თავდამსხმელები: გიორგი კვერნაძე („ფროზინონე“, იტალია), ჯადული იობაშვილი („დინამო თბილისი“).

საქართველოს და ნიდერლანდების 21-წლამდელთა ნაკრებების შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 18:00 საათიდან შემოგთავაზებთ.