მაისურაძემ ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა - გუნდს ორი დინამოელი და არაბიძე დააკლდნენ
ვასილ მაისურაძემ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა, რომელიც ევრო 2021-ის ორ შეხვედრას სექტემბერში გამართავს – საფრანგეთთან შინ და გასვლაზე ლიხტენშტაინთან.
4 სექტემბერი, 21:00
გორი, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი
საქართველო – საფრანგეთი
8 სექტემბერი, 19:00
ესჰენი, სპორტპარკი
ლიხტენშტაინი – საქართველო
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი („დილა“, გორი), გიორგი მამარდაშვილი („ლოკომოტივი“, თბილისი), ლუკა სანიკიძე („თელავი“)
მცველები: გიორგი ჯინჯოლავა, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ორივე – „ლოკომოტივი“, თბილისი), ასათიანი, შალვა ბურჯანაძე (ორივე – „სამგურალი“ წყალტუბო”), ლუკა ლაკვეხელიანი („მეზოკოვეშდი“, უნგრეთი), ლუკა ლოჩოშვილი („ვოლფსბერგერი“, ავსტრია), ილია ბერიაშვილი („თელავი“), ლუკა ქაფიანიძე („ტორპედო“, ქუთაისი)
ნახევარმცველები: დავით სამურკასოვი, ბექა დარცმელია, თორნიკე ძებნიაური, რატი მჭედლიშვილი (ყველა – „ლოკომოტივი“, თბილისი), ირაკლი აზაროვი, ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი), რატი არდაზიშვილი („რუხი“, ლვოვი), ნიკა გაგნიძე („დილა“, გორი), იური ტაბატაძე ( „საბურთალო“, თბილისი)
თავდამსხმელები: ბექა ქავთარაძე, გიორგი გულიაშვილი (ორივე – „საბურთალო“, თბილისი), ნუგზარ სპანდერაშვილი („დილა“, გორი), ირაკლი ბუღრიძე („დინამო“, თბილისი) , სერგო კუხიანიძე (“სამგურალი“ წყალტუბო)
ახალგაზრდული ნაკრებების საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები მაყურებლის გარეშე ჩატარდება. მაისურაძე გუნდს თბილისში 29 აგვისტოს შეკრებს. 25-კაციან სიაში არ არიან თბილისის „დინამოს“ მოთამაშეები: დავით კობოური და გიორგი კუცია, რომლებიც ვლადიმირ ვაისმა ეროვნულ ნაკრებში გამოძახა. ასევე არ არის გიორგი არაბიძე, რომელიც უგუნდოდაა.