საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა და მეთერთმეტე ადგილისთვის იბრძოლებს [ვიდეო] #1TVSPORT

ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ირლანდიასთან ითამაშა და 52:75 დამარცხდა. შედეგად, კუნძულელები ბრძოლას მე-9 ადგილისთვის განაგრძობენ, ხოლო ქართველები – მე-11 ადგილისთვის. მატჩი 24 ივლისს გაიმართება და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები კოსოვოს მხარეს დაუპირისპირდება.

რაც შეეხება ირლანდიასთან შეხვედრას, ქართველებმა პირველივე წუთებიდან ვერ ააწყვეს თამაში, მეტოქეს 12:28 ჩამორჩნენ. იყო მომენტები, ჩვენმა გუნდმა სხვაობა საკმარისად შეამცირა, მაგრამ ირლანდიამ გუნდური თამაშითა და ბრძოლისუნარიანობით დასახულ მიზანს მიაღწია.

საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი, 11 ქულა ვლადიმერ თავაქარაშვილმა ჩააგდო, 10-10 ჰქონდათ ნიკოლოზ გაფრინდაშვილსა და ლევან ქვარცხავას.