საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა იტალია ბონუსქულით დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა იტალია ბონუსქულით დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

სამხრეთ აფრიკაში მსოფლო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ჯგუფის მესამე შეხვედრა იტალიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და ბონუსქულით – 30:17 მოიგო.

 


საქართველო-იტალია  30:17


ლელო – ლომიძე, ხონელიძე (2), ჭამიაშვილი – კასილიო, კალორინი

გარდასახვა – ხუციშვილი (2) – ბოტური, ბრიზიგელა

ჯარიმა – ხუციშვილი (2) – ბრიზიგელა

 

შეხვედრას მეტოქეები თითო მოგებით შეხვდნენ და ნახევარფინალში გასვლის შანსს ორივე ნაკრები ინარჩუნებდა.

ქართველებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და მე-10 წუთზე ნიკა ლომიძემ პირველი ლელო დადო, რომელიც ხუციშვილმა ზუსტად გარდასახა – 7:0. მე-16 წუთზე იტალიელებმა ჯარიმით სხვაობა შეამცირეს, ხუთ წუთში კი ლელოც დადეს (ზუსტად გარდასახეს) და დაწინაურდნენ – 10:7.

უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ თამაში აქტიურად განაგრძეს. ხუციშვილმა ჯარიმით ანგარიში გაათაანაბრა, რამდენიმე წუთში კი ბასა ხონელიძემ მეორე ლელო დადო და საქართველოს ნაკრები კვლავ დააწინაურა – 15:10. ტაიმის ბოლმდე ხუციშვილმა კიდევ ერთი ზუსტი ჯარიმა შეასრულა და პირველი ნახევარი უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ 18:10 მოიგეს.

მეორე ტაიმი იტალიელებმა აქტიურად და აგრესიულად დაიწყეს, 44-ე წუთზე ლელო დადეს, ზუსტადაც გარდასახეს და სხვაობა მინიმუმადე შეამცირეს 17:18.

52-ე წუთზე ბასა ხონელიძემ კარგად ისარგებლა იტალიელების შეცდომით და ამ შეხვედრაში თავისი მეორე ლელო დადო, ხუციშვილი გარდასახვისას კვლავ ზუსტი იყო 25:17.

შეხვედრის დასრულებამდე ქართველებმა კიდევ ერთი ლელო დადეს და საბოლოოდ იტალია ბონის ქულით – 30:17 დაამარცხეს.

ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაში 21:00 საათზე სამხრეთ აფრიკის ნაკრები არგენტინას ეთამაშება.

თუ ეს შეხვედრა დასრულდება ფრედ ან არგენტინა ბონუსქულის გარეშე მოიგებს, საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში ითამაშებს.

სატურნირო მდგომარეობა

საქართველო 3 2 0 1 73-50 9
არგენტინა 2 1 0 1 43-35 5
სამხრეთ აფრიკა 2 1 0 1 59-57 5
იტალია 3 1 0 2 66-99 5