საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა #1TVSPORT

საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასისთვის ემზადება. გუნდი ამჟამად საფრანგეთშია, სადაც საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა ფრანგი თანატოლების წინააღმდეგ.

მწვრთნელების სურვილი იყო, რომ ამ შეხვედრაში საქმეში რაც შეიძლება მეტი სანაკრებო კანდიდატი ენახათ, ამიტომ შეთანხმდნენ, რომ თამაში ოთხ ნაწილად დაეყოთ და 20-20 წუთიანი ტაიმები ეთამაშათ.

შეხვედრა ფრანგი მორაგბეების გამარჯვებით დასრულდა 36:5.

უმცროსი „ბორჯღალოსნები“ საქართველოში დაბრუნდებიან და ინგლისელ თანატოლებთან მატჩებისთვის განაგრძობენ მზადებას. თამაშები 27 მაისსა და 1 ივნისს „ავჭალის“ სტადიონზე გამართება.

20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს 2023 წლის 24 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით სამხრეთ აფრიკა უმასპინძლებს. საქართველო ჯგუფურ ეტაპზე სამხრეთ აფრიკის, იტალიისა და არგენტინის წინააღმდეგ ითამაშებს, რის შემდეგაც ფლეი ოფის კიდევ ორ შეხვედრას ჩაატარებს.