საქართველოს 20 და 21-წლამდელთა ნაკრებები ამხანაგურ მატჩებს ყაზახეთთან ჩაატარებენ #1TVSPORT
ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, საქართველოს 20 და 21-წლამდელთა ნაკრებები ყაზახეთთან ამხანაგურ შეხვედრებს გამართავენ.
საქართველოს 21-წლამდე ვაჟთა ნაკრები ყაზახეთთთან 6 ივნისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ითამაშებს.
რამაზ სვანაძის გუნდს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში უმნიშვნელოვანესი მატჩები შემოდგომაზე ელის.
20-წლამდელთა ნაკრებიც თბილისში შეიკრიბება და ყაზახეთს 8 ივნისს შეხვდება. გუნდს რამაზ სვანაძის თანაშემწე, გიორგი ადამია უხელმძღვანელებს.