საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები პორტუგალიურ ტურნირზე ითამაშებს #1TVSPORT
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები პორტუგალიურ ტურნირზე ითამაშებს #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 18-21 მარტს რუსთავში შეიკრიბება, სადაც ორი დღე ივარჯიშებს, ხოლო შემდეგ პორტუგალიაში გაემგზავრება.

საქმე ისაა, რომ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ქალაქ პორტუში 22-29 მარტს გასამართ საერთაშორისო ტურნირზე მიიწვიეს. ჯგუფში ჩვენი ნაკრები პორტუგალიის, ფინეთისა და ავსტრიის თანატოლთა გუნდებს დაუპირისპირდება.

ამ მატჩებით 19-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდისთვის მზადებას იწყებს, სადაც ჯგუფში ესპანეთის, კვიპროსისა და მოლდოვის გუნდები შეგვხვდებიან.

საკვალიფიკაციო ეტაპს 15-21 ნოემბერს საქართველო უმასპინძლებს, ხოლო ფინალურ ეტაპი ჩრდილოეთ ირლანდიაში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ 17-წლამდელების საკვალიფიკაციო ჯგუფური მატჩების ჩატარების უფლება უეფა-მ ასევე ჩვენს ქვეყანას დაუთმო.