საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროშესარჩევ ციკლს იწყებს #1TVSPORT
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროშესარჩევ ციკლს იწყებს #1TVSPORT

ცნობილი გახდა საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ნაკრების შემადგენლობა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპს დაიწყებს.

ჩვენი გუნდი პირველ მატჩს 13 ნოემბერს, ჯგუფის მასპინძელი შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, ხოლო შემდეგ ნორვეგიას და ესტონეთს დაუპირისპირდება.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა ფირცხალაიშვილმა მოახლოებული მატჩებისთვის 20 ფეხბურთელი გამოიძახა.

U19 | შემადგენლობა

მეკარეები: მათე საური (რიუ ავე), ლუკა ხელაშვილი (ლოკომოტივი თბილისი).

მცველები: გიორგი ნიკოლაიშვილი, საბა ხარებაშვილი, გიორგი მეფარიშვილი (ყველა – დინამო თბილისი), ალექსანდრე ამისულაშვილი (იბერია 1999), ამირან ტყეშელაშვილი (ტორპედო ქუთაისი).

ნახევარმცველები: გიორგი გვასალია, ლუკა წულაია, ლუკა ბუბუტეიშვილი, ცოტნე ბერელიძე, ავთანდილ მაშავა (ყველა – დინამო თბილისი), გიორგი გოგსაძე, საბა გეგუჩაძე (ორივე – იბერია 1999), თემურ დალაქიშვილი (ვიტ ჯორჯია), ალექსანდრე ფეიქრიშვილი (დინამო კიევი).

თავდამსხმელები: ვახტანგ სალია, საბა სამუშია, თემურ ოდიკაძე (სამივე – დინამო თბილისი), ალექსანდრე თურქია (ლოკომოტივი თბილისი).

13 ნოემბერი, 21:00

შვედეთი V საქართველო

16 ნოემბერი, 16:00

ნორვეგია V საქართველო

19 ნოემბერი, 21:00

ესტონეთი V საქართველო