საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა B დივიზიონი პორტუგალიასთან მატჩით გახსნა #1TVSPORT
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა B დივიზიონი პორტუგალიასთან მატჩით გახსნა #1TVSPORT

საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა B დივიზიონში პირველი მატჩი გამართა. მისი მეტოქე პორტუგალია იყო. თანაბარ ბრძოლაში გამარჯვება პორტუგალიელებს დარჩათ – 65:61.

21 ქულით მატჩის ბომბარდირი აპოლო კაეტანო გახდა, ხოლო საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი, 18 ქულა თენგო ენუქაშვილმა ჩააგდო. სამმაგ დუბლს მიუახლოვდა მათე ხატიაშვილი – 12 პასი, 8 მოხსნა, 7 ქულა.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 26 ივლისს დანიასთან გამართავს.