საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ექვსი ერის ფესტივალზე საფრანგეთი დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ექვსი ერის ფესტივალზე საფრანგეთი დაამარცხა #1TVSPORT

იტალიაში მიმდინარე რაგბის ექვსი ერის ფესტივალზე, საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მეორე შეხვედრაში საფრანგეთის ნაკრები შეხვედრის ბოლოს დადებული ლელოთი 20:19 დაამარცხა.

პირველ ტაიმში საფრანგეთის ნაკრებმა სამი ლელოს დადება მოახერხა, რასაც საქართველოს ნაკრებმა ერთი ლელოთი (ლევან ეზიეშვილი) და ერთი ჯარიმით უპასუხა და ტაიმი 10:19 დათმო.

მეორე ნახევრში ქართველმა მორაგბეებმა ჯერ ზუსტი საჯარიმო დარტყმით (დავით წიკლაური) შეამცირეს სხვაობა, ე.წ. „გაწითლებულ დროში“ კი ანრი შველიძემ კიდევ ერთი ლელო დადო, რომელიც გიორგი სირბილაძემ ზუსტად გარდასახა და უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ 20:19 მოიგეს.

ფესტივალზე ბოლო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 7 აპრილს ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.