საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ბელგია დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს #1TVSPORT
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ბელგია დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს #1TVSPORT

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს. ტურნირი საქართველოში მიმდინარეობს. 1/2 ფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე ბელგია იყო, რომელთანაც ჩვენმა გუნდმა ფავორიტის სტატუსი სრულად გაამართლა და 86:0 დაამარცხა.

ფინალში საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მოწინააღმდეგე პორტუგალია იქნება, რომელმაც ნახევარფინალში ესპანეთს სძლია. საჩემპიონო მატჩი 9 ოქტომბერს გაიმართება.