საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა რუსთავში შეკრება დაიწყო - გუნდი კვიპროსში ​ამხანაგურ მატჩებს გამართავს #1TVSPORT
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა რუსთავში შეკრება დაიწყო - გუნდი კვიპროსში ​ამხანაგურ მატჩებს გამართავს #1TVSPORT

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები რუსთავში შეკრებას გამართავს და საკონტროლო მატჩებს ჩაატარებს.

ნაკრები 5-დან 9 თებერვლის ჩათვლით რუსთავში ივარჯიშებს, 10-14 თებერვალს კი კვიპროსში ორ საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს კვიპროსის ნაკრების წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილი 17-წლამდე ნაკრები მარტში 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მეორე რაუნდის B ლიგაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც ლიეტუვასა და ყაზახეთს შეხვდება. ტურნირს ყაზახეთი უმასპინძლებს.