საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ელიტ-რაუნდში გავიდა
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ელიტ-რაუნდში გავიდა

17-წლამდელ ფეხბურთელთა ევროშესარჩევი ჯგუფის მესამე მატჩში საქართველოს ნაკრები მანგუალდეს სტადიონ „მუნისიპალზე“ ალბანეთს დაუპირისპირდა და მხოლო ფრეს დასჯერდა, მაგრამ ელიტ-რაუნდში გავიდა.

საქართველოს 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები მთელი თამაშის განმავლობაში უტევდა და სახიფათო მომენტებიც შექმნა, მაგრამ საბოლოოდ, მეტოქეს ვერაფერი მოუხერხა და მატჩი 0:0 დააასრულა.

ევროშესარჩევი ჯგუფის მესამე ტურის პარალელულად მიმდინარე მატჩში მასპინძელი პორტუგალია უკრაინას დაუზავდა 0:0.

7 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი უკრაინამ მოიპოვა, მეორეზე 5 ქულით პორტუგალია გავიდა, საქართველო 2 ქულით მესამეა, ხოლო ალბანეთი 1 ქულით ბოლოზე გავიდა. 13 შესარჩევი ჯგუფიდან ელიტ რაუნდში ორი უძლიერესი გუნდი და ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი გადიოდა.

მართალია, საქართველო 13 ჯგუფში ყველაზე დაბალქულიანი მესამეადგილოსანი აღმოჩნდა, მაგრამ საუკეთესო მესამეადგილოსანი სხვა კრიტერიუმით ირკვევა – პირველ-მეორე ადგილოსნებთან რამდენი ქულა დააგროვა. ამ მაჩვენებლით კი გიორგი ჩიტაურის გუნდი საუკეთესო ოთხეულში აღმოჩნდა და ელიტრაუნდში ითამაშებს – ეს საქართველოს პირველ არხთან ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჩიტაურმა დაადასტურა.

დატოვე კომენტარი