საქართველოს 17-წლამდელ გოგონათა ნაკრები აზერბაიჯანთან დამარცხდა
საქართველოს 17-წლამდელ გოგონათა ნაკრები აზერბაიჯანთან დამარცხდა

19 ნოემბერს, საქართველოს 17-წლამდელ ფეხბურთელ გოგონათა ნაკრებმა ამხანაგური შეხვედრა გამართა.

თბილისში, ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ ჩვენების მეტოქე აზერბაიჯანი გახლდათ. ამ გუნდების პირველი სპარინგი ლევან ბაჯელიძის გაწვრთნილებმა ფრედ 2:2 დასრულეს.

ამჯერად, შეხვედრა აზერბაიჯანელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. ერთადერთი გოლი მე-12 წუთზე უმვისა ალიევამ გაიტანა.