საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს | წყალბურთი #1TVSPORT
საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს | წყალბურთი #1TVSPORT

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო შეხვედრაში მოლდოვა 27:7 დაამარცხა და „ბ“ ჯგუფში ოთხიდან ოთხი მოგებით პირველი ადგილი დაიკავა.

ჩვენი ქვეყნის ეროვნულმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება, ლიეტუვის ნაკრების დამარცხების შემდეგ მოიპოვა, თუმცა, ბოლო შეხვედრაშიც ბოლომდე დაიხარჯა და შესარჩევ ეტაპზე ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია.

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი – U17

საქართველო 17:10 ბელარუსი

საქართველო 17:7 სლოვაკეთი

საქართველო 20:8 ლიეტუვა

საქართველო 27:7 მოლდოვა

ევროპის პირველობას, რომელიც 12-19 სექტემბერს გაიმართება, მალტა უმასპინძლებს.