საქართველოს 17-წლამდელ გოგონათა ნაკრებმა სომხეთი 4:0 დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს 17-წლამდელ გოგონათა ნაკრებმა კვლავ დიდი ანგარიშით გაიმარჯვა სომხეთის თანატოლთა გუნდთან, რომელსაც ერევანში მეორედ დაუპირისპირდა.
პირველი ამხანაგური შეხვედრის მსგავსად, რომელიც საქართველოს ნაკრებმა 5:0 მოიგო, სალომე ხუბულურის გუნდმა ერევანში ამჯერადაც დამაჯერებელი გაიმარჯვა. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მთავარი ამბები კი შესვენების შემდეგ მოხდა.
გადამწყვეტი გამოდგა მეორე ტაიმის დასაწყისი, როდესაც საქართველოს ნაკრებმა ორი გოლი გაიტანა. ანგარიში 49-ე წუთზე ლიზი კანკიამ გახსნა, რომელმაც ერთ წუთში დუბლი შეასრულა. 61-ე წუთზე საქართველოს ნაკრების უპირატესობა სამამდე თინათინ ამბალიამ გაზარდა, ხოლო საბოლოო ანგარიში ნინო ბუხრიკიძემ 86-ე წუთზე დააფიქსირა.
ჩვენი გუნდისთვის სომხეთის 17-წლამდელ ნაკრებთან ამხანაგური მატჩები გაზაფხულზე გასამართი ოფიციალური შეხვედრებისთვის მოსამზადებელი ეტაპია. 12 და 15 მარტს საქართველოს 17-წლამდელ გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგაში ისრაელსა და შოტლანდიას დაუპირისპირდება. საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს შოტლანდია უმასპინძლებს.