საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა აზერბაიჯანელი თანატოლები ბაქოში ორჯერ დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ბაქოში, აზერბაიჯანელ თანატოლებთან ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა – პირველში გუნდს გამარჯვება თეკლა ბერიძის გოლმა მოუტანა 1:0. მეორეში კი ქართველმა ფეხბურთელებმა მეტოქე 4:0 დაამარცხეს. თავი თამარ მარუაშვილმა, ანი დავითულიანმა, ლიზი ბახტაძემ და მარიამ დარჩიაშვილმა გამოიჩინეს.
ეს შეკრება და ტესტ-მატჩები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების ნაწილი იყო. საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპზე, B ლიგის მეოთხე ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქეები უელსი, ჩრდილოეთ მაკედონია და ლუქსემბურგი იქნებიან. მატჩებს 25-დან 31 ოქტომბრის ჩათვლით საქართველო უმასპინძლებს.