უეფა-ში ევროპის 17 და 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართა და ჩვენი ნაკრებების მეტოქეები გაირკვა.
19-წლამდელები
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები მე-10 ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქე ნორვეგია, უელსი და კოსოვო იქნებიან. მინიტურნირები 2021 წლის 30 აგვისტოდან 7 სექტემბრამდე, 4-დან 12 ოქტომბრამდე ან 8-დან 16 ნოემბრამდე გაიმართება. ელიტ რაუნდში პირველი ორი საუკეთესო გუნდი და საუკეთესო მესამეადგილოსანი შეუერთდებიან პორტუგალიას. სლოვაკეთის ნაკრები, როგორც ჩემპიონატის მასპინძელი, ავტომატურად დაიშვება ფინალური ეტაპზე, რომელიც 2022 წლის ზაფხულში გაიმართება.
საინტერესოა, რომ 19-წლამდელებში საქართველოს ნაკრები კარგი რეიტინგის გამო B კალათაში მოხვდა, როდესაც C კალათაში მოხვდნენ რუსეთი, ფინეთი, შვეიცარია, უელსი, ჩრდილოეთ მაკედონია, ჩრდილოეთ ირლანდია, ბელორუსია, სომხეთი და აზერბაიჯანი.
17-წლამდელები
17-წლამდელები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-4 ჯგუფში უნგრეთის, ისლანდიის და ესტონეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებენ. ამ ასაკში ჩვენი ნაკრები C კალათაში მოხვდა.
ჯგუფური მატჩები ჩატარდება 2021 წლის 1 ივლისიდან 16 ნოემბრამდე. თითოეული ელიტურ რაუნდის საგზურს ჯგუფის ორი უძლიერესი გუნდი მიიღებს, ასევე ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი, რაც ჯგუფის პირველ და მეორე გუნდთან შეხვედრების შედეგების მიხედვით გაირკვევა. ამ ეტაპზე მათ ნიდერლანდები და ესპანეთი შეუერთდებიან. ისრაელის ეროვნულმა ნაკრებმა, როგორც მასპინძელმა, ავტომატურად მიიღო ფინალური ეტაპის საგზური, რომელიც 2022 წლის მაისში გაიმართება.