საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების მეტოქე ევრობასკეტის B დივიზიონის მეოთხედფინალში ესტონეთი იქნება #1TVSPORT
რუმინეთში მიმდინარე კალათბურთში 16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში გამოვლინდა მეოთხედფინალური ეტაპის ყველა წყვილი.
საქართველოს ნაკრების მეტოქე პლეი ოფის პირველ ეტაპზე ესტონეთის 16-წლამდელ კალათბურთელთა გუნდი იქნება, რომელმაც ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტი შეხვედრა ნორვეგიის ნაკრებთან 47-ქულიანი უპირატესობით მოგო და თავის ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
რაც შეეხება საქართველოს, ნიკა ცინცაძისა და ლევან ტყეშელაშვილის გუნდმა A ჯგუფში ოთხიდან სამი თამაში მოიგო, გადამწყვეტ შეხვედრაში ისლანდიას 25-ქულიანი უპირატესობით სძლია, მეორე ადგილზე გავიდა და A დივიზიონში გადასვლის რეალური შანსი შეინარჩუნა.
საქართველოსა და ესტონეთის ნაკრებების მატჩი 11 აგვისტოს, თბილისის დროით 18:00 საათზე გაიმართება, ხოლო გამარჯვებული ნახევარფინალში სლოვაკეთსა და ხორვატიას შორის მოგებულს შეხვდება. A დივიზიონის საგზურს ტურნირზე სამი საუკეთესო შედეგის მქონე ნაკრები მიიღებს.
16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი B დივიზიონში I მეოთხედფინალური წყვილები:
რუმინეთი – უნგრეთი
ბულგარეთი – ჩეხეთი
საქართველო – ესტონეთი
ხორვატია – სლოვაკეთი