საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეთერთმეტე ადგილისთვის მატჩში რუმინეთს დაუპირისპირდება #1TVSPORT
საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეთერთმეტე ადგილისთვის მატჩში რუმინეთს დაუპირისპირდება #1TVSPORT

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საკლასიფიკაციო მატჩი საბერძნეთთან გამართა და 50:65 დამარცხდა. ამ შეხვედრას უნდა გაერკვია, რომელი გუნდი იბრძოლებდა მეცხრე ადგილისთვის და რომელი – მეთერთმეტესთვის. შესაბამისად, გაირკვა, რომ ბერძნები მე-9 ადგილისთვის მატჩში გერმანიას შეხვდებიან, ხოლო ქართველები მეთერთმეტესთვის – რუმინეთს. მატჩები 16 აგვისტოს გაიმართება.

რაც შეეხება საბერძნეთთან თამაშს, პირველი ტაიმი მეტად ქულამწირი იყო, საქართველოს ნაკრებმა 26:24 მოიგო. გადამწყვეტი მესამე რაუნდი აღმოჩნდა, რომელიც ელინებმა 22:11 მოიგეს. მათ რიგებში იკვეთება მომავალი ვარსკვლავი – ანგელოს ზუპასი, რომელმაც 24 ქულა ჩააგდო.

საქართველოს ნაკრებში კი ვარსკვლავური თვისებები გამოავლინა საბა პატაშურმა, რომელმაც 19 ქულა და 5 პასი მოაგროვა. მის ანგარიშზე 5-დან 3 სამქულიანია.