საქართველომ იტალია დაამარცხა | ხელბურთი
საქართველომ იტალია დაამარცხა | ხელბურთი

იტალიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა იტალიის ეროვნული გუნდი ანგარიშით 28:25 დაამარცხა. პირველ ტურში რუმინეთთან დაძაბულ მატჩში დამარცხების შემდეგ, ჩვენმა გუნდმა სატურნირო მდგომარეობა გამოასწორა.

საქართველოს ნაკრების რიგებში საუკეთესო „მონპელიეს“ ლეგიონერი გიორგი ცხოვრებაძე იყო, მან რვა გოლის გატანა მოახეხა. ჩიქოვანმა და ორჯონიკიძემ კი 5-5 გოლი გაიტანეს.

დღეს ჩვენი გუნდი კოსოვოს თბილისის დროით 19.00 საათზე ეთამაშება. შეგახსენებთ, რომ პლე იოფში მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადის.