საქართველომ ფიჯისთან წააგო და D ჯგუფში მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა | იაპონია 2019
საქართველომ ფიჯისთან წააგო და D ჯგუფში მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა | იაპონია 2019

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე მორიგი მატჩი გამართა საქართველოს ნაკრებმა. ჩვენი მეტოქე ამჯერად ფიჯის ეროვნული გუნდი იყო და ქალაქ ოსაკას ჰანაზონოს რაგბის სტადიონზე გამართული მატჩი ანგარიშით 10:45 დასრულდა კუნძულელთა სასარგებლოდ.

პირველი ტაიმი მეტ-ნაკლებად თანაბარ ბრძოლაში წარიმართა (3:7), მეორე ნახევარში კი მათი უპირატესობა გაცილებით შესამჩნევი გახდა.

ამ დამარცხების შემდეგ, საქართველოს ნაკრებს კვლავ ხუთი ქულა აქვს და D ჯგუფში მეოთხე ადგილზეა, ფიჯელებმა კი შვიდი ქულა მოაგროვეს და მესამეზე გადაინაცვლეს.

ბოლო მატჩებს საქართველო და ფიჯი ტურნირის ფავორიტებთან გამართავენ: ბორჯღალოსნები ავსტრალიას დაუპირისპირდებიან, ფიჯელები კი უელსს.