საქართველომ და სერბეთმა ევროინტეგრაციის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
საქართველომ და სერბეთმა ევროინტეგრაციის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

ბათუმში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციის ფარგლებში, საქართველომ და სერბეთმა ევროინტეგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და სერბეთის ევროპული ინტეგრაციის მინისტრმა იადრანკა იოქსიმოვიჩმა.

მემორანდუმი ევროკავშირთან დაახლოების პროცესში გამოცდილების გაზიარებასა და უწყებებს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას ითვალისწინებს.