საქართველოდან სიგარეტის ექსპორტი 251 პროცენტით გაიზარდა
საქართველოდან სიგარეტის ექსპორტი 251 პროცენტით გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, საქართველოდან 2018 წელს სიგარეტის ექსპორტი 251 პროცენტით გაიზარდა და 148 მილიონი დოლარი შეადგინა. საუბარია რეექსპორტზე, ანუ პროდუქციაზე, რომელიც საქართველოში შემოდის და შემდეგ ექსპორტზე გადის.

სიგარეტის წილი საქართველოს ექსპორტში 4.4 პროცენტამდე გაიზარდა (2017 წელს 1.5 პროცენტს შეადგენდა). პროდუქციის ძირითადი ნაწილი აზერბაიჯანში გავიდა, სადაც ექსპორტმა შარშან 98 მილიონი დოლარი შეადგინა.

ამასთან, შარშან 82 პროცენტით გაიზარდა საქართველოში სიგარეტის იმპორტიც და 186 მილიონი დოლარი შეადგინა.