საქართველოდან მაღალალკოჰოლური სასმელების ექსპორტი გაიზარდა
საქართველოდან მაღალალკოჰოლური სასმელების ექსპორტი გაიზარდა

იანვარში  საქართველოდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში  მაღალალკოჰოლური სასმელების ექსპორტი წინა წლებთან შედარებით, გაზრდილია.

იანვრის მონაცემებით, მსოფლიოს 9 ქვეყანაში ექსპორტირებულია 2,2 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 109%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში ექსპორტირებულია 4,4 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა. ექსპორტის ზრდამ 2% შეადგინა.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 23 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. ზრდა 2018 წლის იანვართან შედარებით, 23%-ს აღწევს.