გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 21 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოდან 9 344 ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 4.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ხურმისა და კარალიოკის მოცულობა 1 878 ტონით (25%), ხოლო ღირებულება – 686 ათასი აშშ დოლარით (17%) გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში, ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა სომხეთში (3,566 ტონა), რუსეთში (3,358 ტონა), უკრაინაში (2,202 ტონა), თურქეთში (108 ტონა), ყაზახეთში (62 ტონა), მოლდოვაში (39 ტონა).