საქართველოდან აზერბაიჯანში ელექტროენერგიის ექსპორტი ამ დროისთვის 97 მეგავატს შეადგენს

11:15, 04.07.2018

საქართველოდან აზერბაიჯანში ელექტროენერგიის ექსპორტი ამ დროისთვის 97 მეგავატს შეადგენს. ასეთია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ვებ-გვერდის ონლაინ მონაცემები.

აზერბაიჯანში, მინგეჩაურის ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შემდეგ, ქვეყანაში მეორე დღეა ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით შეფერხებაა.

ავარიის შედეგების აღმოფხვრა სრულყოფილად ჯერ ვერ მოხერხდა. გუშინ ბაქოში ელექტროენერგია მეტროშიც გაითიშა, რის გამოც ხალხის ევაკუაცია გახდა საჭირო. ავარიის შემდეგ მალევე, საქართველომ აზერბაიჯანში ელექტროენერგიის მიწოდება დაიწყო.მერტ

მსგავსი