საქართველოდან 7 684 ტონა თხილია ექსპორტირებული, რაც 41 პროცენტით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს
საქართველოდან 7 684 ტონა თხილია ექსპორტირებული, რაც 41 პროცენტით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 2020 წლის პირველი აგვისტოდან 25 ოქტომბრამდე პერიოდში განხორციელდა 7 684 ტონა თხილის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 41.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული თხილის ექსპორტის მოცულობა 2 252 ტონით, ანუ 41 პროცენტით აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებულ ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 14.3 მლნ აშშ დოლარით (52 პროცენტი) გაიზარდა.

ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, გერმანიაში – 2 233 ტონა, იტალიაში – 1 507 ტონა, ჩეხეთში – 470 ტონა, პოლონეთში – 298 ტონა, ბულგარეთში – 220 ტონა, ესპანეთში – 209 ტონა, საფრანგეთში – 191 ტონა, ლიეტუვაში – 203 ტონა, საბერძნეთში – 97 ტონა, ესტონეთში – 88 ტონა, ლატვიაში – 62 ტონა, სლოვაკეთში – 37 ტონა, ავსტრიასა – 22 ტონა და ხორვატიაში – 10 ტონა.

ასევე, ქართული თხილი ექსპორტზე გადის ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: რუსეთი -397 ტონა, სომხეთი – 379 ტონა, ბელარუსი -175 ტონა, უკრაინა – 148 ტონა, ალჟირი – 148 ტონა, ბრაზილია – 136 ტონა, კანადა – 114 ტონა, საუდის არაბეთი – 74 ტონა, მექსიკა – 53 ტონა, ერაყი – 24 ტონა, დიდი ბრიტანეთი – 22 ტონა, აშშ -19 ტონა და სხვა.

უწყებაში განმარტავენ, რომ 2020 წელს მიღებული მაღალი ხარისხის თხილის მოსავალი სახელმწიფო სტრატეგიის საფუძველზე, შესაბამისი სამსახურებისა და ფერმერების მიერ ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული მასშტაბურმა ღონისძიებების შედეგია.